Profile photo for Gio Mindiashvili
Gio Mindiashvili

საბჭოთა კავშირში ყველაზე მეტი ტაძარი 1919-1922 წლებში დაინგრა, იმ დროს როდესაც, ლენინს სრული ძალაუფლება ხელთ ეპყრა და მართლმადიდებლობას შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა.

1919 წლის 1 მაისს პოლიტბიუროს სხდომაზე, რომელსაც სტალინი არ ესწრებოდა, ბრძანებულება დაამტკიცეს, სადაც ეწერა რომ ‘’ჩეკას’’ სასულიერო პირების წინააღმდეგ სასტიკი და შეურიგებელი ბრძოლა უნდა ეწარმოებინა, ისინი ცრუ ქრისტიანული ქადაგებებისთვის მკაცრად უნდა დაესაჯა, ეკლესია-მონასტრები და სენაკები მიწასთან უნდა გაესწორებინა. იმ წლებში ‘’ჩეკას’’ 95%-ს ლენინი და ტროცკი აკონტროლებდნენ. ათასობით ქრისტიანული ტაძარი გაანადგურეს, უამრავი ღვთისმსახური და მორწმუნე დახვრიტეს, დააპატიმრეს და გადაასახლეს.

1922 წლიდან კი, როდესაც სტალინი გენერალური მდივანი გახდა, ამ ჯოჯოხეთური კამპანიის ხელის შეშლა დაიწყო და ტროცკისთან პირველი დიდი დაჯახება სწორედ ამ საკითხზე ჰქონდა.

სტალინს ლენინის ამ ბრძანების გასაუქმებლად 20 წელი დასჭირდა. 1939 წლის 11 ნოემბერს მან ბრძანებულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც ‘’ჩეკას’’, მილიციასა და სხვა უფლებამოსილ უწყებებსა და ქვედანაყოფებს მორწმუნე ქრისტიანებთან და მღვდელმსახურებასთან ბრძოლა კატეგორიულად ეკრძალებოდათ, ბრძანებულების დარღვევა კანონის შესაბამისად - 12 წლიანი პატიმრობით ისჯებოდა.

სტალინის ინიციატივით, კანონმდებლობაში შესაბამისი შესწორება შევიდა და ‘’ჩეკას’’ მაღალჩინოსანს - ზინოვი ბრანკინს, რომელმაც, მოსკოვის პოკროვსკის ტაძრის მღვდელმსახურს - მამა სერგი უშაკოვს მრევლის წინ ხელი გაარტყა და ცემით ტაძრის გარეთ გააგდო, 12 წლიანი პატიმრობა და გაციმბირება მიესაჯა. ბრანკინთან მაშინდელი მოსკოვის ქალაქის თავი ნიკიტა ხრუშჩოვიც იმყოფებოდა, რომელიც, მანქანაში იჯდა და სიტუაციას ღიმილით შეყურებდა. საქმის ვითარება სტალინს მოახსენეს, რომელმაც ხრუშჩოვი დაიბარა და ერთთვიანი სასჯელი დააკისრა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის თავს მოსკოვის ცენტრალური ქუჩები უნდა დაეხვეტა და მღვდელმსახურების მეთვალყურეობის ქვეშ მოქმედი ეკლესიები უნდა დაელაგებინა.

1950-იანი წლების დასაწყისში მამა სერგი უშაკოვი ეპისკოპოსი გახდა, იგი სტალინს ორჯერ შეხვდა და მას პირისპირ ესაუბრა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ხრუშჩოვმა იგი 1953 წლის მიწურულს უშიშროებას დააპატიმრებინა და ჯაშუშობაში ცილი დასწამა.

მამა სერგი ციხიდან 1961 წელს გათავისუფლდა, პერმის მამათა მონასტერში მოღვაწეობდა და დღიურებში სტალინზე წერდა: ‘’იოსებ სტალინი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო და ამაში მე მასთან მრავალსაათიანი საუბრების შემდეგ დავრწმუნდი. მან რჯულის კანონი, ბიბლია და სახარება უზადოდ და უხარვეზოდ იცოდა, თეოლოგიაში ძალიან ღრმად ერკვეოდა და მიაჩნდა, რომ ეკლესიის ფუნდამენტური როლი მსოფლიო პოლიტიკაში უდიდესი მიმართულება იყო. სტალინს სერგისთვის უთქვამს: ‘’რომ აღარ ვიქნები, მართლმადიდებლური წესით დამკრძალეთო. იოსებ ჯუღაშვილი ქრისტიანულად გააპატიოსნეს, მას წესი რუსეთის პატრიარქმა და მეუფე სერგიმ აუგო.