Profile photo for Jeni Burjanadze
Jeni Burjanadze

‼️
🆘️🆘️🆘️ ციფრული ლარი,ანუ ტოტალური კონტროლის ხანა იწყება!
🚨
🔍 რა არის ციფრული ლარი?
❗️ ციფრული ლარი,როგორც ამას ოფიციალური უწყებები გვიხატავენ, არის ნაღდი ფულის თანამედროვე ალტერნატივა, ან კიდევ, ერთი მობილური აპლიკაცია. ❗️ციფრული ლარი არის ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ცენტრალიზებული ციფრული ვალუტა, რომელიც ხელისუფლებას აძლევს პირდაპირ, გაფილტრულ და შეუზღუდავ წვდომას თითოეული მოქალაქის ჯიბესა და ფინანსურ ქცევაზე 👁️. ეს არის ტრადიციული ფულის სრული ტრანსფორმაცია ციფრულ კოდად, რომლის მართვის სადავეებიც მთლიანად სახელმწიფოს ხელში გადადის ⛓️.
❓ რას მოუტანს
ციფრული ლარი ხალხს?
😏რეალობა ბევრად უფრო პირქუშია, ვიდრე დაპირებული „სწრაფი და კომფორტული“ გადახდები.
მოკლედ, ციფრული ლარიპი
პირდაპირი დაარტყამს მოსახლეობას და მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას! 💥
⁉️ისმის კითხვა?რა ელის
მოსახლეობას?!
• 👤 მოსახლეობას ელის კონფიდენციალურობის სრული დაკარგვა! ნაღდი ფულისგან განსხვავებით, ციფრული ლარით განხორციელებული ყოველი გადარიცხვა, ყოველი შესყიდვა,იქნება ეს პურის ყიდვა, თუ მსხვილი ინვესტიცია, ტოვებს წარუშლელ კვალს. სახელმწიფო დაინახავს, სად, როდის და რაში ხარჯავთ საკუთარ გამომუშავებულ ფულს.
• ❌️ციფრული ვალუტის ტექნოლოგია იძლევა საშუალებას, ფულს დაედოს ე.წ. "ვადები," ან შეზღუდვები. ხელისუფლებას შეეძლება გადაწყვიტოს, რისი ყიდვის უფლება გაქვთ და რისი არა. 😏მიღებული თანხა კონკრეტულ ვადაში უნდა დახარჯოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უბრალოდ გაგიუქმდებათ 📉.
•
🚫 ღილაკზე თითის დაჭერით
მოხდება ანგარიშების ბლოკირება.
კერძოდ,
თუ დღეს სასამართლოს, ან ბანკის ჩართულობაა საჭირო, თქვენი სახსრების გასაყინად, ციფრული ლარის პირობებში, ცენტრალურ სისტემას შეუძლია, ერთი კლავიშით ,ანუ ეროვნული ბანკის ერთი ბრძანებით, ჩამოგაჭრათ ფინანსები, თუ თქვენი პოზიცია, ან ქცევა მიუღებელი აღმოჩნდება სისტემისთვის.
•
⚡ ხალხის ქონება დამოკიდებული ხდება ელექტროენერგიაზე, ინტერნეტსა და სერვერების გამართულობაზე. სისტემური ხარვეზის, ჰაკერული თავდასხმის ან ელექტრონული ბლოკადის შემთხვევაში, ხალხი მომენტალურად დარჩება ყოველგვარი საარსებო წყაროს გარეშე!
✖️.
📌
ციფრული ლარი არ არის პროგრესი — ეს არის ფინანსური მონობისა და ეკონომიკური იზოლაციის პოტენციური იარაღი
⚠️. სიახლე, რომელიც „ინოვაციის“ სახელით საღდება, რეალურად მოქალაქეებს ართმევს ბოლო ფინანსურ თავისუფლებას და ნაღდ ფულზე არსებულ კონტროლს.
😏პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების სრულ ციფრულ მორჩილებას, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ინდივიდუალურ საკუთრებას, არამედ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას — განკარგოს თავისი შრომით მიღებული დოვლათი გარე ჩარევებისა და თვალთვალის გარეშე!
❌️❌️❌
️P.S.ხალხის მტრებო,
აგინეთ ახლა სსრკ და
სოციალისტური ფორმაცია...
📍ქვემოთ
იხილეთ ფოტოები: 📌📷 პირველი ფოტო:
ციფრული ლარი ფულის თავისუფლებიდან ტოტალურ კონტროლამდე! 👁️⛓️“
📌📷 მეორე ფოტო:
ეროვნული ბანკის ერთი ღილაკით
[ბრძანებით] ნულოვანი ბალანსი. 🔥შენი საფულე აღარ გეკუთვნის შენ!