ერმილე ნემსაძესთან პირდაპირ ეთერში მე მხოლოდ ზედაპირულად ვახსენე აფხაზეთისთვის ავტონომიის მინიჭების თაობაზე რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ახლა კი ვრცლად ამ საკითხის შესახებ. კრემლში, პლანეტის მამოძრავებელი ქართველები და საქართველო. 👇 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დაზვერვის დეპარტამენტი, საარქივო შიფრი: IOR/L/PS/18/C189. 👇 აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი 1918 - 1921 წლებში. ინგლისის ჩარევა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. 👇 აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკად დაარსება, უშუალოდ განძიყლაპია ნოესა და მენშევიკური ხროვის ნამოღვაწარია ინგლისის პირდაპირი მითითებით. 👇 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შეიქმნა საქართველოს ,,დემოკრატიული" რესპუბლიკა. იმავე წლის 11 ივნისს, საქართველოს ეროვნულ საბჭოსა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის შეთანხმება გაფორმდა - კიდევ ვიმეორებ: საქართველოს ეროვნულ საბჭოსა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის. ამ შეთანხმების საფუძველზე, აფხაზეთის, საქართველოს რესპუბლიკასთან ურთიერთობა ავტონომიური მოწყობის პრინციპით განისაზღვრა. ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთის ავტონომიური სტატუსის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდნენ ორივე მხარე: აფხაზეთის სახალხო საბჭო, ანუ, როგორც ადგილობრივი პოლიტიკური წარმომადგენლობითი ორგანო რომელიც ავტონომიის საკითხს აყენებდა და საქართველოს ეროვნული საბჭო და შემდგომ რესპუბლიკის ხელისუფლება - ქართული სახელმწიფოებრივი მხარე, რომელთანაც შეთანხმება გაფორმდა და რომლის შემადგენლობაშიც განიხილებოდა ავტონომიური აფხაზეთი. ამგვარად, 1918 წლის შეთანხმება უკვე არსებობდა მენშევიკური მთავრობის ჩამოყალიბებისთანავე. 👇 1919 წლის 20 – 21 მარტი - აფხაზეთის ავტონომიის აქტი. 👇 ეს არის ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი თუ გვაინტერესებს თუ როდის გაფორმდა აფხაზეთის ავტონომიური სტატუსი საქართველოს ,,დემოკრატიული" რესპუბლიკის დროს. 👇 1919 წლის 20 მარტს, ახლად არჩეულმა აფხაზეთის სახალხო საბჭომ მიიღო „აფხაზეთის ავტონომიის აქტი“ და დასამტკიცებლად საქართველოს დამფუძნებელ კრებას წარუდგინა. აფხაზეთის სახალხო საბჭომ 1919 წლის 20 მარტს მიიღო ავტონომიის აქტი, მაგრამ, მასში თვითონვე ჩაიწერა, რომ გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და დამფუძნებელ კრებას უნდა ეცნობოსო. აქტის ძირითადი პრინციპი იყო, რომ აფხაზეთი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო ავტონომიური ერთეულის სახით - ავტონომიური ერთეულის სახიიით. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ცნობარში პირდაპირ, სიტყვა სიტყვით მითითებულია, რომ საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, აქტი, 1919 წლის 21 მარტს სრულად მოიწონა - მოიწონა, მოიწონაოო. ამ ფაქტიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა შეიძლება: 1. ავტონომიის საკითხი აფხაზეთის ადგილობრივმა წარმომადგენლობითმა ორგანომ წამოაყენა და არა მხოლოდ საქართველოს მთავრობამ და მეორე: 2. საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა მიიღო და მხარი დაუჭირა კიდეც. 1920 წლის 16 ოქტომბერს, აფხაზეთის სახალხო საბჭომ განიხილა და დაამტკიცა აფხაზეთის ავტონომიის კონსტიტუციის პროექტი რომელიც საქართველოს დამფუძნებელ კრებას გადაეცა. პროექტში აფხაზეთს საშინაო საქმეებში ავტონომიური მმართველობა უნდა ჰქონოდა. იმავე წლის 29 დეკემბერს საქართველოს დამფუძნებელი კრების მცირე საკონსტიტუციო კომისიამ დაამტკიცა დებულება აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის შესახებ. 👇 1921 წლის 21 თებერვალი - საქართველოს კონსტიტუცია. 👇 ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტი რომელიც საკითხს საბოლოოდ აზუსტებს. 👇 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საქართველოს პირველი კონსტიტუცია. მისი მე - 11 თავი ეხებოდა ავტონომიურ მმართველობას. 👇 მუხლი 107. 👇 საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს – აფხაზეთს, სოხუმის ოლქს, სამუსლიმანო საქართველოს - ბათომის მხარესა და ზაქათალის ოლქს, მიენიჭათ ადგილობრივი ავტონომიური მმართველობა. 👇 მუხლი 108. 👇 აფხაზეთს ენიჭებოდა ადგილობრივი ავტონომიური მმართველობა და ავტონომიის სამართლებრივი საფუძველიც საქართველოს კონსტიტუციაში ოფიციალურად ჩაიწერა. საქართველოს კონსტიტუციაში ამავე ტიპის ავტონომიური მმართველობა სამუსლიმანო საქართველოსა და ზაქათალას ოლქისთვისაც განსაზღვრა. შესაბამისად, 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციით აფხაზეთის ავტონომიური სტატუსი საქართველოს რესპუბლიკის ძირითად კანონში იყო განმტკიცებული და ეს მოვლენები მოხდა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციამდე, ანუ, მე - 11 არმიის თბილისში შემოსვლამდეეე. აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებით საყურადღებოა კვლევაში მოყვანილი 1919 წლის აპრილის ბრიტანეთის დიპლომატიური მიმოწერა. მასში განხილულია სოხუმის ოლქის საკითხი და ბრიტანელი დიპლომატის, არნოლდ ტოინბის წინადადება აფხაზებისთვის ადგილობრივი ავტონომიის მოწყობის შესახებ. 👇 1918 წლის ნოემბერი - ბრიტანეთი წინასწარ გეგმავდა ამიერკავკასიის მომავალ მოწყობას - თავის ინტერესების სრული დაცვით რა თქმა უნდა. 👇 ბრიტანეთის მტაცებლურ იმპერიული პოლიტიკის შესასწავლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 1918 წლის 1 ნოემბრით დათარიღებულ დოკუმენტს, რომელიც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დაზვერვის დეპარტამენტმა მოამზადა - იმპერიულიიიი და არა საქართველოსადმი და ქართველი ხალხისადმი სასიყვარულო ქმედებიდან გამომდინარე. 👇 ,,ამიერკავკასიის მომავალი მოწყობა, განსაკუთრებული ყურადღებით ბრიტანეთის ინტერესებზე“. The Future Settlement of Trans - Caucasia with Special Regard to British Interests. დოკუმენტი ბრიტანეთის ბიბლიოთეკის არქივშია აღრიცხული - შიფრით IOR/L/PS/18/C189. ამ დოკუმენტის სათაური თავისთავად მნიშვნელოვანი წყაროა. მტაცებელი კუნძულის დედაქალაქი ლონდონი, კავკასიის მომავალს განიხილავდა არა მხოლოდ ადგილობრივი ხალხების თვითგამორკვევის, არამედ, ბრიტანეთის იმპერიული ინტერესების ჭრილში - ბრიტანეთის იმპერიული ინტერესების ჭრილშიიი - გაუგებარია რაიმე? ბრიტანეთი ერთდროულად აცხადებდა, რომ კავკასიაში სტაბილურობა და ბოლშევიზმის შეკავება სურდა, თუმცა, რეგიონში საკუთარი სამხედრო და სტრატეგიული ინტერესების გატარება სწყუროდა. 👇 1919 წლის 1 თებერვალი - დენიკინის გეგმა აფხაზეთთან დაკავშირებით. 👇 1919 წლის 1 თებერვალს, გენერალმა ანტონ დენიკინმა, მიმართა ბრიტანეთის შავი ზღვის ძალების სარდალ, ჯორჯ მილნსა და ბრიტანეთის სამხედრო სარდლობის წარმომადგენელს, ჯორჯ ფორესტიებ - უოკერს. 👇 დენიკინის მიერ შეთავაზებული გეგმის არსი. 👇 1. სოხუმის ოლქი ნეიტრალურ ტერიტორიად უნდა გამოცხადებულიყო. 2. საქართველოს ჯარები და ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ გასულიყვნენ ოლქიდან. 3. წესრიგის დაცვა ადგილობრივ აფხაზურ ხელისუფლებასა და სახალხო მილიციას უნდა გადასცემოდა. 4. საქართველოს ჯარები მდინარე ენგურის მიღმა უნდა გადასულიყვნენ. 👇 ეს მოთხოვნები დადასტურებულია დენიკინის მემორანდუმის შესახებ გამოქვეყნებული მასალებითა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს 1919 წლის 15 აპრილის განცხადების ტექსტით. 👇 1. ინგლისის უშუალო მიზანი იყო საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივი შეჩერება აფხაზეთის მიმართ რაც იმის პირდაპირ მომასწავებელი იყო, რომ თბილისი ვეღარ განახორციელებდა თავის უფლებამოსილებებს აფხაზეთის მხარეში და თავისთავად ცხადია სოხუმის ოლქში. 2. ასევე, განხორციელდებოდა ენგურის საზღვრად ქცევის პრაქტიკული შედეგი და ჯარების ენგურის მიღმა გაყვანა საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის დასავლეთ ნაწილში სამხედრო კონტროლს დააკარგვინებდა, რაც თავისთავად ნიშნავდა ახალი საერთაშორისო საზღვრის შექმნას. ბრიტანეთის ხელმძღვანელობა განიხილავდა კავკასიის სამხედრო თავდაცვის ორგანიზებას ბოლშევიკური ძალების შეკავებასა და შავი ზღვისა და კასპიის ზღვის დამაკავშირებელი სტრატეგიული მიმართულებების კონტროლით. 1920 წლის 19 იანვრის პარიზის კონფერენციის ოქმებში პირდაპირაა შავით - თეთრზე ნაწერი, რომ დევიდ ლოიდ ჯორჯი, ლორდი კერზონი, უინსტონ ჩერჩილი და სხვა მტაცებელი წარმომადგენლები მსჯელობდნენ კავკასიის რესპუბლიკებისთვის იარაღის მიწოდებასა და რეგიონში სამხედრო ძალის განთავსებაზე საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური წინააღმდეგობა გაეწია უშუალოდ საქართველოს გაუმაძღარ ინგლისელთა სასარგებლოდ. ანუ, ,,დარლასამც შაეწირები ვით ძაღლი პატრონს ღირსადა" - ო. ბრიტანეთს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა საბჭოთა რუსეთის შეკავებისა - რა თქმა უნდა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ, არ სურდა ისეთი სამხედრო ვალდებულებების აღება საკუთარ თავზე, რომელთა შესრულებაც მისთვის აუნაზღაურებელი დანახარჯებითა და გაურკვეველი შედეგებით იქნებოდა დასრულებული. 👇 რუსეთის სახელმწიფო სოციალურ - პოლიტიკური ისტორიის საარქივო ჩანაწერი, ფონდი 558, აღწერა 1, საქმე 2130; ასევე, 1931 წლის შემოდგომის მოხსენება აფხაზეთში მომხდარი მღელვარების შესახებ, ფონდი 17, აღწერა 114, საქმე 265, ფურცლები: 215 – 217, 222 – 224, 227 და 244 – 255. 👇 საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელი ინსტრუქტორის, გ. ა. კოზლოვის მოხსენებითი ბარათიდან სტალინის, კაგანოვიჩისა და პოსტიშევისადმი აფხაზეთში მომხდარი მღელვარების შესახებ“. საუბარია 1931 წლის თებერვალში აფხაზეთის გუდაუთის რაიონში, სოფელ დურიფშში დაწყებულ გლეხთა მასობრივ გამოსვლაზე, რომელიც 18 - 26 თებერვალს გაგრძელდა. საბჭოთა ხელისუფლების დოკუმენტებში მას „დურიფშის აჯანყება“ ეწოდა. 👇 რა გააპროტესტეს აფხაზეთში? 👇 1. გლეხების დაყოფა ღარიბებად, საშუალო გლეხებად და კულაკებად. 2. წერა - კითხვის უცოდინრობის აღმოფხვრის კამპანიის დაუჩქარებლობა და საყოველთაო სწავლებისადმი ადგილობრივი მმართველობის მხრიდან დაკისრებული მოვალეობისადმი გულგრილი დამოკიდებულება. 3. კოლექტივიზაციის გაუქმება და თურქეთში გამგზავრების ნებართვის მოთხოვნა. 👇 1931 წლის თებერვალში ნესტორ ლაკობას პოზიცია. 👇 ის იცავდა აფხაზეთის გლეხების მოთხოვნების განხილვის უფლებას თურქეთში მიმოსვლის უფლებით. ლაკობა ამას ხელისუფლების მუშურ - გლეხური ბუნებით ხსნიდა. ( მუშურ - გლეხური ბუნება, მაგარი ახსნა მოუძებნია😊 ) მან განმარტა, რომ ამ საკითხზე საბოლოო ნებართვა მოსკოვიდან უნდა მოსულიყო და თავადაც აპირებდა იქ წასვლას. ლაკობა ცდილობდა, აფხაზეთს საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკისგან მეტი დამოუკიდებლობა ჰქონოდა და პირდაპირ რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ რესპუბლიკასთან დაკავშირებულიყო. ამ საკითხზე ლაკობა მოსკოვში არაერთხელ მიდიოდა, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევდა. სანამ ლაკობა მოსკოვში ჩააღწევდა მერხეულელი სტალინს ატყობინებდა თუ რა მიზეზიდან გამომდინარე უწევდა ლაკობას იქ ჩასვლა. ჯერ კიდევ სტალინს არ სურდა რომ აფხაზეთი თბილისის კონტროლს მიღმა დარჩენილიყო. 1921 წლის 1 სექტემბრს აბელ ენუქიძეს სტალინი ( აბელ ენუქიძე - პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი და ერთ - ერთი გავლენიანი სახელმწიფო მოხელე. 1918 - 1922 წლებში სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის მდივანი. 1922 - 1935 წლებში - სსრკ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის მდივანი. ) პირდაპირ წერდა, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი იყო და ამიტომ მას რუსეთის სფსრ - ში საკუთარი წარმომადგენლობა არ უნდა ჰქონოდა. ეს უკვე კონკრეტული მტკიცებულებაა იმისა, რომ: სტალინი აფხაზეთის ცალკე წარმომადგენლობისა და რუსეთისგან დამოუკიდებელი ფინანსური მხარდაჭერის წინააღმდეგ გამოდიოდა და საქართველოს ხელისუფლების თანხმობას მოითხოვდა. კონკრეტულად რა სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა სტალინმა 1931 წელს აფხაზეთის ავტონომიის გასაუქმებლად, ამას 2028 წლის თებერვალში აუცილებლად გავიგებ ძალიან საიმედო წყაროებიდან, რადგან, მაგ დროისთვის სტალინური ეპოქის უამრავი საიდუმლო დოკუმენტი დაპირებისამებრ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან უნდა გასაჯაროვდეს. 1931 წლის 19 თებერვლის დადგენილებით, აფხაზეთს შეეცვალა ავტონომიის სტატუსი და 1921 წლის ხელშეკრულება გაუქმებულ იქნა. პ. ს. 1936 წლის 28 დეკემბერს, თბილისში, ლავრენტი ბერიას სახლში გამართულ ვახშამზე მას შემწვარი კალმახი მიართვეს, რომლის ჭამის შემდეგაც იგი შეუძლოდ გახდა. ლაკობა 28 დეკემბერს, დილის 4:20 საათზე გარდაიცვალა. ოფიციალურ ცნობაში კი სიკვდილის მიზეზად გულის შეტევა დასახელდა. ნესტორ ლაკობას მარტო აფხაზეთის ავტონომია კი არა, აფხაზეთის მხარის საერთოდ რუსეთთან მიერთება სურდა. ამას ხმამაღლა არ ამბობდა, თუმცა, ეს მერხეულელმა მშვენივრად იცოდა და აქედან გამომდინარე ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ, ის ორი დიდი ქართველი მხოლოდ საქართველოს მოსპობით იყვნენ დაინერესებულნი და საკუთარი ქვეყნისთვის ცუდის გარდა არაფერი უკეთებიათ, მაშინ, ლაკობა და მისი მსგავსი ავანტიურისტები რაც შეიძლება მეტი უნდა დაეყენებინათ გვერდით და მათთან ერთად შეხმატკბილებულად უნდა ემოქმედათ კიდეც და შემწვარი კალმახი კი არ უნდა ყოფილიყო ლაკობას ბედისწერა....