რატომ მიიჩნია სტალინმა მისი სწავლება აუცილებელად და რატომ შეცვალა ეს მიდგომა სტალინის შემდეგ ვსშინგტონის ბრძანებებზე მიყურადებულმა ნიკიტასეულმა ხელისუფლებამ? 1946 წლის 3 დეკემბერს, სტალინის დროს, საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა, მიიღო დადგენილება საშუალო სკოლაში ლოგიკისა და ფსიქოლოგიის საგნის სწავლების შესახებ. რატომ? იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა მხოლოდ ახალი სასწავლო საგნების შემოღება არ ყოფილა. იგი უკავშირდებოდა განათლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა აზროვნების განვითარებასა და ისეთი ადამიანის აღზრდას, რომელსაც შეეძლებოდა მოვლენების გააზრება, მსჯელობა და დასკვნების გამოტანა. საგანი ლოგიკა, ადამიანს, ასწავლის არა მხოლოდ იმას, რა უნდა იფიქროს, არამედ, როგორ უნდა იფიქროს. მისი სწავლების მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს გაერჩიათ სწორი და მცდარი მსჯელობა, დაესაბუთებინათ საკუთარი მოსაზრებები,
დაენახათ წინააღმდეგობები არგუმენტებში,
განევითარებინათ თანმიმდევრული და დამოუკიდებელი აზროვნება და
ცოდნა, მექანიკური დამახსოვრების ნაცვლად გააზრებულად შეეთვისებინათ - გააზრებულად. სტალინის პერიოდის განათლების პოლიტიკაში მნიშვნელოვანი იყო მეცნიერების, ტექნიკისა და სპეციალისტების მომზადება. ლოგიკა ამ მიზანს ემსახურებოდა, რადგან, რთული მეცნიერებების შესწავლა მოითხოვს მკაფიო მსჯელობასა და დასკვნების სწორად აგებას. ლოგიკის სასკოლო სახელმძღვანელოში შედიოდა: ცნება და განსაზღვრება,
მსჯელობა და დასკვნა,
ლოგიკის ძირითადი კანონები,
სილოგიზმი,
ინდუქცია და ანალოგია,
მეცნიერული მტკიცებულება და დასაბუთება და
ლოგიკური შეცდომები. ეს იყო არა უბრალოდ ფილოსოფიური საუბრები, არამედ, მსჯელობის წესების სისტემური სწავლება. 1954 წელს დაიწყო ლოგიკის სწავლებისთვის გამოყოფილი საათების შემცირება, ხოლო, 1955 წლის 21 ივნისს რსფსრ - ის მინისტრთა საბჭომ მიიღო, №829 დადგენილება, რომლითაც საშუალო სკოლებში ლოგიკის სწავლება გაუქმდა. ეს იყო სტალინის დროს შემოღებული სასწავლო საგნის გაუქმების ოფიციალური გადაწყვეტილება. მოსწავლეს სკოლიდანვე უნდა ჰქონოდა ჩამოყალიბებული უნარი, დამოუკიდებლად გაერჩია ფაქტი და მოსაზრება, შეემოწმებინა არგუმენტი, დაესაბუთებინა საკუთარი პოზიცია და ეკამათა ნებისმიერ საკითხზე. აი, ეს კი, ამერიკული იმპერიალიზმის ინტერესებში ნამდვილად არ შედიოდა და მეტყევე კულაკის შვილს - ნიკიტას, სტალინის მიერ სკოლებში დანერგილი ეს საგანი ამოაღებინეს სწავლებიდან.