ბოღმის გენერატორი მშვილდაძე გაიქცა და თანამშრომლები ხანძარში დატოვა
„ბოღმის გენერატორმა მშვილდაძემ განაცხადა: ხანძარმა ისე შემაშინა, თანამშრომლები ოფისში დავტოვე და მე გავიქეციო. აი, ეს არის „ნაცური“ თავდადება! ასეთი ხალხი მოუწოდებდა ახალგაზრდებს თავგანწირვისკენ. აქამდე ვიცოდი, რომ თუ გემი იძირება, პირველი ვირთხები გარბიან, ახლა კი შეგვიძლია გადავაკეთოთ - თუ ტელევიზია იწვება, პირველი ვირთხები გარბიანო. კიდევ კარგი, მართლა ომი არ დაიწყო, თორემ მშვილდაძე იქნებოდა პირველი, ვინც რუსული არმიის მხარეს გადავიდოდა! მე შენ გეტყვი და აფხაზეთის ომის შემდეგ ერთხელ უკვე არ გადასულა KVN-ში რუსებისკენ…