Profile photo for Dato Khvadagiani
Dato Khvadagiani

"რიჩარდ ლომგული საფლავში ტრიალებს !"
😁😁😁😁😁😁
ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში „საზოგადოებრივი უსაფრთხოების ახალი საშიშროება გამოვლინდა". აღმოჩნდა, რომ ამ "საშიშროებას" დიდი ბრიტანეთისა და ინგლისის ეროვნული დროშები წარმოადგენენ. ქალაქის საბჭო სასამართლოს დახმარებით ცდილობს სამართლებრივი ზომები მიიღოს ქუჩებში ეროვნული სიმბოლოების გამოფენის სრულად აკრძალვის მიზნით !
😲😲😲😲😲😲
თუ ჩინოვნიკები თავიანთ მიზნებს მიაღწევენ, ქუჩაში დროშის გამოფენის შემთხვევაში ნებისმიერი მოქალაქე მკაცრი სასჯელის წინაშე აღმოჩნდება. ან დიდი ოდენობის ჯარიმა, ანაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა !
😲😲😲😲😲😲
ოფიციალურად, ქალაქის მემარცხენე-ლიბერალური ხელისუფლება თავს იმით იმართლებს, თითქოს მოქალაქეთა სიმშვიდეზე ზრუნავს. ისინი აცხადებენ, რომ ფარნების ბოძებზე განთავსებული დროშები "მძღოლებს ხელს უშლის და საზოგადოების ერთიანობას არღვევს“ !
😁😁😁😁😁😁
რეალურად კი, სიტუაცია უფრო მარტივია: ბირმინგემის ზოგიერთი მიგრანტული უბნის მაცხოვრებლებისგან ჩივილები შევიდა. ამ ახალმა მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ბრიტანული დროშები მათ „შფოთვასა და დისკომფორტს“ უქმნის. ვინმეს შეურაცხყოფის თავიდან ასაცილებლად, მერიის ადმინისტრაციამ უკვე ამოიღო დაახლოებით 200 დროშა, რომლებიც ადგილობრივი პატრიოტების მიერ იყო ჩამოკიდებული !
ინგლისელები შოკირებულნი არიან ასეთი "მზრუნველობით" და ღიად საუბრობენ მთავრობის თვალთმაქცობაზე. როდესაც ბირმინგემის ქუჩები თვეების განმავლობაში პალესტინის, ან პაკისტანის დროშებით არის მოფენილი, ოფიციალური პირები ასეთ შემთხვევებზე დუმან. ისინი ამ ბანერებში მძღოლებისთვის საფრთხეს ვერ ხედავენ. მაგრამ როგორც კი ბრიტანულ დროშებს გამოფენენ, მემარცხენე პოლიტიკოსები მაშინვე სასამართლოში მირბიან და ექსტრემიზმის შესახებ ყვირიან !
ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ბირმინგემი გაკოტრებული ქალაქია. ის ვალებშია ჩაფლული, ბიბლიოთეკები იკეტება და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაფიცულები არიან. კომუნალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად, საქალაქო საბჭო სახელმწიფო ფულს საკუთარი ქვეყნის დროშების წინააღმდეგ ომში ხარჯავს. ბირმინგემის ლორდ-მერი ზაკერ ჩოუდჰრი, პაკისტანური წარმოშობის პოლიტიკოსია. თავად საქალაქო საბჭოს კი „მწვანეები“ და „ლიბერალ-დემოკრატები“ აკონტროლებენ, რომელთა წევრების უმრავლესობა არაბრიტანული წარმოშობისაა !
როგორც ჩანს, ბრიტანეთის სიდიდით მეორე ქალაქის ხელმძღვანელობა გაცილებით მეტად დიასპორული იმიგრანტების კომფორტით არის დაინტერესებული, ვიდრე ადგილობრივი მაცხოვრებლების უფლებებით !
🤔🤔🤔🤔🤔🤔