„ბენგალელი ქალი ზურგით მიათრევს ბრიტანელ ვაჭარს...
ეს ფოტო 1903 წელს, ინდოეთის ნახევარკუნძულზე ბრიტანული კოლონიალიზმის ზეობის ხანაშია გადაღებული.
ეს უბრალო ფოტოსურათი არ გახლავთ; ეს მწარე სილაა ყველასთვის, ვინც დასავლურ ცივილიზაციას ხოტბას ასხამს და ბრმად აღმერთებს მას; ეს არის კოლონიალიზმის ნამდვილი, შეუნიღბავი სახე - სახე, რომელსაც დღეს ვარდისფერ ფერებში ხატავენ ისტორიის არაერთ სახელმძღვანელოში.
ეს ადამიანთა დამონების, მათი დამცირების, შეურაცხყოფისა და ადამიანური ღირსების ფეხქვეშ გათელვის თვალსაჩინო მაგალითია - მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი თეთრ რასას არ მიეკუთვნებოდნენ.
და მერე, სწორედ ეს ხალხი უსვამს სხვებს კითხვებს ტერორიზმზე...
დასავლური კოლონიალიზმის ისტორია სავსეა მასობრივი მკვლელობების, მონობის, ძარცვის, ექსპლუატაციისა და ხალხის დამშევის ეპიზოდებით. მიუხედავად ამისა, სიტყვა „ტერორიზმს“ ყველაზე ხშირად სწორედ იმ ჩაგრული და დამონებული ხალხების მიმართ იყენებენ, რომლებიც საკუთარი პატივის, თავისუფლებისა და ღირსების დასაცავად იბრძვიან.
სისხლისღვრის, შიმშილობის, ეკონომიკური ძარცვისა და ადამიანის დამცირების ისტორიები, რომლებიც ბრიტანულმა კოლონიალიზმმა ინდოეთში დაწერა, დღესაც აშკარად იგრძნობა.
მილიონობით ადამიანი დაიღუპა ომებში, შიმშილობისა და სასტიკი პირობების გამო; უზომოდ დიდი რესურსი და სიმდიდრე გაიტანეს საზღვარგარეთ; თაობები კი სიღარიბისა და გაჭირვების ტვირთს ატარებდნენ. ეს ყველაფერი იმ სისტემის ჩრდილქვეშ ხდებოდა, რომელიც საკუთარ თავს „ცივილიზაციის“, „განმანათლებლობისა“ და „ჰუმანიტარიზმის“ მედროშედ აცხადებდა.“