იოსებ სტალინმა ეკონომიკური სასწაული მოახდინა და ნაბიჯები გუთნიდან ტანკამდე ათ წელში გაიარა. გაღატაკებული, გაპარტახებული და გაუბედურებული ქვეყანა, სადაც წერა-კითხვის არ მცოდნე ადამიანები შიმშილისა და ექსპლუატაციის ქვეშ გმინავდნენ, კოლექტივიზაციითა და ინდუსტრიალიზაციით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნად აქცია. ეკონომიკური აღმავლობისა და ინდუსტრიალიზაციის ასეთი ტემპი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. პასუხი კითხვაზე თუ როგორ შეძლო მან ეს ყველაფერი, დღემდე გამოცანად რჩება და მომავალშიც დარჩება!
სტალინმა ცენტრალიზებული სამობილიზაციო ენერგიით საბჭოთა მოსახლეობა ჯერ წერა-კითხვის მცოდნე, შემდეგ განათლებულ და მაღალპროფესიულ საზოგადოებად აქცია. მან საბჭოთა კავშირის ყველა მოქალაქეს გზა გაუხსნა, მათ ენერგიასა და მონდომებას ხელი შეუწყო. საბჭოთა ადამიანს სწავლითა და შრომით წარმატების მიღწევა შეეძლო.
სტალინუნრი ეკონომიკური მოდელის წარმატებას ორი რამ განსაზღვრავდა:
1. ცენტრალიზებული მართვა და დაგეგმვა - ხუთ-ათ წლიანი გეგმების გაწერა. დაგეგმვა და დათვლა-დაანგარიშება თუ რა უნდა განვითარებულიყო, შემდეგ კი ამ გეგმების განსახორციელებლად შრომითი და ფინანსური რესურსების მიმართვა.
2. კორუფცია, უხარისხო მუშაობა და საბოტაჟი მკაცრად ისჯებოდა. ხალხი ხარისხიანად და პრევენციულად მუშაობდა ისე რომ სახელმწიფოსთვის სარგებელი მოეტანა. არსებობდა წახალისება, მაგ: თვითღირებულების შემცირებაზე, სასაგებლო ინიციატივებზე და ა.შ. მუშა და ოსტატი ქარხნის დირექტორზე მეტ პრემიას იღებდა, რაც ხრუშჩოვის დროს პირიქით შეიცვალა.
სახელმწიფო და კერძო ინიციატივა ჰარმონიულად თანაარსებობდა. კოოპერატივები, ე.წ. არტელები მრავალფეროვნებას ხელს უწყობდნენ. ასი ათასზე მეტ არტელში ექვსი მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული, რომელიც ათიათასობით სხვადასხვა სახეობის პროდუქციას ქმნიდა. ჩინეთმა ეს ყველაფერი 30 წლის შემდეგ გაიმეორა და ამიტომ გახდა, ის რაც გახდა. იაპონიამაც იგივე გააკეთა. რუზველტმაც ამერიკის შეერთებული შტატები დიდი დეპრესიიდან და ეკონომიკური კრიზისიდან სტალინური მეთოდებით გამოიყვანა.