ისრაელის სასამართლომ 36 წლის იონა შრაიბერი კათოლიკე მონაზვნის ცემის საქმეზე გაამართლა.
შემთხვევა 28 აპრილს, იერუსალიმის ძველ ქალაქში მოხდა. დაცვის მხარის ვერსიით, ღრმად რელიგიურ იუდეველ შრაიბერს ქალის ქრისტიანულმა სამოსმა დროებით გონება დაუბინდა, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ მომხდარის დროს იგი საკუთარ ქმედებებზე სრულად პასუხისმგებელი არ იყო და ბრალდებულის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.