ციფრული ვალუტა (საქართველოს შემთხვევაში ციფრული ლარი), ნაღდი ფულისგან განსხვავებით, არაუნივერსალური გადახდის საშუალებაა, რომელიც რეალურად ფულიც არ არის, რადგან ფულისთვის დამახასიათებელი მთელი რიგი ფუნქციები აქვს ჩამორთმეული:
● არის გადახდის არაუნივერსალური საშუალება.
ა) ციფრული ვალუტა მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში შეიძლება იყოს თქვენს ანგარიშზე, რომელსაც, თუკი სახელმწიფო/ეროვნული ბანკი, რაღც მომენტში საჭიროდ ჩათვლის, ვერ გაანაღდებთ (ამ ეტაპზე, მაგალითად ჩინეთში, დაშვებულია ციფრული იუანის განაღდება, მაგრამ გარკვეული პირობებით).
ბ) სახელმწიფოს/ეროვნულ ბანკს შეუძლია ისე დააპროგრამოს ციფრული ფული, რომ მოქალაქეს მხოლოდ გარკვეული ტიპის პროდუქციის და მომსახურების შეძენა შეეძლება; შეუძლიათ შეუზღუდონ ადამიანებს გადაადგილების საშუალებაც (ვერ შეიძენთ ბილეთს, ვერ გადაიხდით ტაქსს, ვერ ჩაასხამთ საწვავს და ა.შ.).
● არ აქვს დაგროვებითი ფუნქცია.
ციფრულ ფულს შესაძლოა ლიმიტირებული ვადა ჰქონდეს (მედიის ინფორმაციით, საპილოტე პერიოდის საწყის ეტაპზე იყო ამის მაგალითი ჩინეთში): ანუ, დავუშვათ, ჩაგერიცხათ ხელფასი ციფრული ვალუტის სახით და თუ თქვენ ჩარიცხვიდან განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში არ დახარჯავთ მას, გარკვეული ვადის შემდეგ ფული უბრალოდ გაგიქრებათ.
● 100% კონტროლი თქვენს ცხოვრებაზე.
ნებისმიერი თქვენი ნაბიჯი, შენაძენი, გადარიცხვა მოექცევა სახელმწიფოს სრული კონტროლის ქვეშ.
ამ ეტაპზე, ციფრული ვალუტის დამკვიდრება ხდება ეროვნული ბანკების მეშვეობით, თუმცა, დროთა განმავლობაში, იგეგმება ერთიანი მსოფლიო ციფრული ვალუტის შემოღება (ასეთ ვალუტაზე უკვე მუშაობენ იგივე მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი).
უნდა გავაცნობიეროთ, რომ ციფრული ვალუტა (CBDC) რეალურად არის არა ფული, არამედ ტალონი, რომლითაც შევძლებთ მხოლოდ იმის შეძენას, რაზეც იქნება დაპროგრამირებული ეს ტალონი.
ე.წ. ციფრული ფული არა იმდენად ფინანსური ინსტრუმენტია, რამდენადაც პოლიტიკური და ადმინისტრაციული ტერორის საშუალება.
საქმე ისე მიდის, რომ არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, ციფრული ვალუტა სრულად ჩაანაცვლებს ნაღდ ფულს, რაც ადამიანებზე პლანეტარული მასშტაბის დიქტატურის დამყარების დასაწყისი იქნება.
აი, ასეთია გლობალისტების (შვაბების, ბილ გეითსებისა და მათი პატრონების) "საოცარი ახალი სამყარო", რომელშიც გამოგენდერებული და სოციალური ქულების სისტემას დამონებული, საგრძნობლად შემცირებული მსოფლიო მოსახლეობა მწერებსა და ხელოვნურ საკვებს მიირთმევს, აკრძალულია ნაღდი ფული, სოფლის მეურნეობა, კერძო საკუთრება, აღარ არსებობს ეროვნული სახელმწიფოები და მსოფლიოს ერთი მმართველი ჰყავს...
დავით ლორთქიფანიძე
2024-2026 წწ.
P.S.
2022 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსში ვიზიტის ფარგლებში კომპანია Ripple-ს აღმასრულებელ დირექტორს ბრედ გარლინგჰაუსს შეხვდა, რომლის დროსაც თანამშრომლობა და საქართველოში ფილიალის გახსნა შესთავაზა (კომპანია Ripple-ი აქტიურად თანამშრომლობს ჩერნოგორიის ხელისუფლებასთან ციფრული ვალუტის (CBDC) შექმნის კუთხით).
2023 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ციფრული ლარის საპილოტე პროგრამის განსახორციელებლად კომპანია Ripple Labs Inc. და მისი პლატფორმა შეარჩია.
უკვე 2024 წელს იგეგმებოდა საპილოტე პროექტების გაშვება.
2026 წლის 14 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის (CBDC) გამოშვების უფლება მიენიჭა.
საკანონმდებლო ორგანო ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. განმარტებითი ბარათის თანახმად, “კანონპროექტით იქმნება სამართლებრივი საფუძველი ციფრული ლარის სტატუსის განსასაზღვრად, რაც ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს, ამ მიმართულებით სხვადასხვა საპილოტე პროექტი განახორციელოს. ცვლილება ეროვნული ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებას ანიჭებს და არა ვალდებულებას. განმარტებითი ბარათის თანახმად, ვინაიდან ციფრული ვალუტის შემუშავებას სჭირდება კვლევითი მომსახურების შესყიდვა, ცვლილებამ შესაძლოა საქართველოს ეროვნული ბანკის ხარჯვით ნაწილზე მოახდინოს გავლენა. ამ გავლენის ზომა დამოკიდებული იქნება იმაზე, ეროვნული ბანკი საჭიროდ ჩათვლის თუ არა ამ უფლებამოსილების გამოყენებას.
P.P.S.
ციფრული ვალუტების პროექტში, ამა თუ იმ სახით, 146 სახელმწიფო იყო ჩართული. აქედან 2026 წლის მდგომარეობით მსოფლიოს 110 სახელმწიფოზე მეტი აქტიურად მუშაობს ეროვნული ბანკების ციფრული ვალუტების (CBDC) პროექტებზე.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:
www.atlanticcouncil.org/cbdctracker/